მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 3 087 ადამიანი აიცრა

აცრა
1620375029
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3 087 -მა ადამიანმა გაიკეთა.

7 მაისის მონაცემებით, ჯამურად 54 687 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 8700 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1547 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1131 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 319266 -ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 298807 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 6,06%, ბოლო 14 დღის - 5,66%, ბოლო 7 დღის - 6,76%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✔️გერმანიის ბუნდესტაგმა სრულად ვაქცინირებული პირებისათვის შეზღუდვების შემსუბუქებას მხარი დაუჭირა

✔️„ფაიზერის“ ვაქცინა ბრიტანული და აფრიკული შტამების წინააღმდეგ საკმაოდ ეფექტურია - The New York Times

✔️რატომ არის რთული კორონავირუსის მედიკამენტებით მკურნალობა? - BBC