COVID-19

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინით 6 817 ადამიანი აიცრა

აცრა
1634022712
დაკოპირებულია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 6 817-მა ადამიანმა გაიკეთა.

12 ოქტომბრის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 1 882 118 აცრა, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 879 630 პირი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4 774 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 37 ადამიანი, ხოლო 1623 პირი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 640357-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 603995 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 306 პაციენტი ემსხვერპლა.