მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბოლო 3 დღეა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია შეიმჩნევა“ - გამყრელიძე

დაავადებათა  ცენტრის დირექტორი
1633597168
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ბოლო 3 დღის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება შეიმჩნევა და წინა 2 კვირასთან შედარებით 300 ერთეულზე მეტია ინფიცირებულთა რაოდენობა.

როგორც იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ მედიას განუცხადა, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ბევრი მიზეზით არის განპირობებული.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, კოვიდინფექციის გარდა სხვა რესპირაციული ვირუსების სეზონიც მოდის და შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ რთული ნოემბერი დადგეს.

„ბოლო 3 დღეა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია შეიმჩნევა. ძალიან გთხოვთ, რომ ამას ხაზი გავუსვათ, იმიტომ, რომ ბოლო 3 დღეა წინა 2 კვირასთან შედარებით გვაქვს 300 ერთეულით მეტი, ვიდრე ეს იყო წინა სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს. ეს ძალიან ყურადღება მისაქცევი ფაქტია.

ისევ გვეწყება ზრდა ახალი შემთხვევების. ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს. ამ პროცესს მხოლოდ და მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია შეაჩერებს. სწორედ ის, რომ დაიწია ვაქცინაციის მაჩვენებელმა და 9000 ფარგლებში ვართ, ეს არის ძალიან ცუდი.

თან ახლა მოდის ცივი სეზონი, სხვა რესპირაციული ვირუსებიც მოვა, განსაკუთრებით გამოჩნდება ოქტომბრის ბოლოს გრიპი და ახალი ტერმინი გაჩნდა ე.წ. ტვინდემია. „ტვინინგ“, იცით რაც არის, დატყუპება. ტვინდემია ანუ დატყუპება ორი ინფექციის გრიპის და კოვიდის. ძალიან საყურადღებოა და მოსახლეობამ მინდა, რომ მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება.

„ქვეყანაში სხვადასხვა გათვლებით დღეს გვაქვს 50-55% იმუნური ფენის და თუ ეს არ იქნა 80%, მაშინ სამწუხაროდ გვექნება რთული ნოემბერი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

👉 „უახლოეს დღეებში საქართველო 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას დაიწყებს“

👉 კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გვერდითი მოვლენები იგივეა, რაც მეორე დოზის შემდეგ

👉 ეხმარება თუ არა ყნოსვის შეგრძნების დაბრუნებაში A ვიტამინი?