
ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანს, რომელიც გასულ კვირას დონალდ ტრამპს შეხვდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას Correlio Braziliense ავრცელებს.
ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაილ ბოლსონარუ, თავის გუნდთან ერთდ, გასულ შაბათ-კვირას აშშ-ში იმყოფებოდა და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა ბრაზილიის პრეზიდენტის კომუნიკაციების სპეციალური სამდივნოს უფროსი ფაბიო ვაინგარტენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
ვაინგარტენს ახლო კომუნიკაცია ჰქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და მათ ფოტოც აქვთ ერთად გადაღებული. რამდენიმე დღეში კი ვაინგარტენს კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა და მისმა ტესტმა Covid-19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა.
თანაგუნდელის ინფიცირების შემდეგ, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაილ ბოლსონარუ კარანტიმის რეჟიმში გადავიდა.
ბოლო მონაცემებით, Covid-19-ით მსოფლიოს მასშტაბით 127 ათასი ადამიანია ინფიცირებული. გლობალური დაავადება ასზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. ლიდერი ქვეყნებია: ჩინეთი, იტალია, სამხრეთ კორეა, ირანი და საფრანგეთი. კორონავირუსს 4700 ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.