მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბუსტერ დოზებმა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები შეიძლება, 800 000-მდე შეამციროს - EU

ბუსტერ დოზებმა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები შეიძლება, 800 000-მდე შეამციროს
1643352022
COVID-19

გამაძლიერებელმა დოზებმა შეიძლება, შეამციროს მომავალში ჰოსპიტალიზაცია 800 000-ით, მიუხედავად იმისა, რომ „იმიკრონ“ ვარიანტი უპრეცედენტო ტემპით ვრცელდება“, - ამის შესახებ ევროკავშირის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტომ განაცხადა. 

„გამაძლიერებელი დოზის მიღების მიმდინარე მაჩვენებელმა „ომიკრონის“ შტამის გავრცელებით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის რიცხვი 500 000 - 800 000-ით შეიძლება შეამციროს“, - აღნიშნულია დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის განცხადებაში. 

აღნიშნული მაჩვენებლები ევროკავშირის 27 ქვეყანას, ნორვეგიას, ისლანდიასა და ლიხტენშტაინს მოიცავს.

ამჟამად ევროკავშირის 450-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 70% სრულად არის აცრილი და მათ ნახევარს მიღებული აქვს ბუსტერი.

ევროკავშირის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონის“ შემთხვევები ევროპაში უპრეცედენტო სისწრაფით იზრდება, ინფიცირების მაჩვენებლები სამჯერ აღემატება აქამდე არსებულ უმაღლეს პიკს, ბევრი ქვეყანა შეიძლება უკვე იყოს გარდამტეხ მომენტში.

„გამაძლიერებელი დოზის მიღების პროგრამის ადრე ვაქცინირებულ პირებზე გავრცელებამ ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა კიდევ 300 000-500 000-ით შეიძლება შეამციროს“, - აცხადებენ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „კორონავირუსი არ არის გრიპი, გრიპის შემდეგ სპერმის ხარისხი არ ფუჭდება“ - გიორგი ფხაკაძე

„ომიკრონი“ არის ჩვეულებრივ მიმდინარე სეზონური გრიპი“ - ზურაბ აზარაშვილი

კორონავირუსი გაცილებით დიდი რისკია გულისთვის, ვიდრე ვაქცინაცია - კვლევა

„ანტისხეულების დაბალი დონე უფრო ხშირია მათში, ვისაც ხანგრძლივი კოვიდი განუვითარდა“ - ზაზა წერეთელი

დელტა შტამი უფრო რთულია დასაძლევად ორგანიზმისთვის თუ „ომიკრონი“? - გიორგი ფხაკაძის განმარტება

„ეს წელი იქნება პანდემიის დასრულების წელი“ - თენგიზ ცერცვაძე