COVID-19

ჩემპიონთა ლიგის ფინალი გადაიდო

ჩემპიონთა ლიგის თასი
1585033565
დაკოპირებულია

ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის გადადებისა და შიდა ჩემპიონატების შეჩერების შემდეგ უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფინალიც გადადო.

ჩემპიონთა ლიგის საიუბილეო 65-ე სეზონის ფინალი სტამბოლში 31 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა უეფას 23 მარტის გადაწყვეტილებით კორონავირუსის გამო მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ლიგის ფინალთან ერთად, ასევე გადაიდო 27 მაისს პოლონეთში, ქალაქ გდანსკში გასამართი უეფას თასის ფინალიც.

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატების გარდა საფრთხის წინაშე დგას ყველაზე დიდი სპორტული სანახაობაც - ტოკიოს XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიც. თამაშებს სტარტი 24 ივლისს უნდა აეღო. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კვირების განმავლობაში ტურნირის გადადებას ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევდა, თუმცა ოპტიმიზმი ნელ-ნელა კლებულობს და ის სავარაუდოდ 1 ან 2 წლით გადაიდება.