COVID-19

ჩინეთმა უხანსა და ჰუბეის პროვინციაში კარანტინის მოხსნის თარიღი დაასახელა

ჩინეთის პროვინცია
1585035932
დაკოპირებულია

ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჰუბეის პროვინციაში კარანტინი 25 მარტს გაუქმდება, ხოლო უხანში საკარანტინო რეჟიმი 8 აპრილს დასრულდება.

ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის კუთხით გაუმჯობესებული მდგომარეობის საფუძველზე მიიღო.

ცნობისთვის, უხანსა და ჰუბეის პროვინციაში კარანტინი 23 იანვრიდან მოქმედებს.

ამ დროისთვის, ჩინეთში კორონავირუსის 81 171 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 277-ს შეადგენს.