მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩრდილოეთ კორეაში კოვიდს მარილიანი წყლით და ცხელი ჩაით ებრძვიან

ჩრდილოეთ კორეაში კოვიდ-აფეთქებას მარილიანი წყლითა და ცხელი ჩაით ებრძვიან
1653029055
COVID-19

ჩრდილოეთ კორეა ებრძვის Covid-ის გავრცელებას არავაქცინირებულ მოსახლეობაში, ეფექტური ანტივირუსული პრეპარატების წვდომის გარეშე. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. 

BBC-ის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის დასამარცხებლად ტრადიციულ მეთოდებს ფართოდ იყენებენ, ისეთებს, როგორებიცაა მარილიანი წყლითა და ცხელი ჩაით მკურნალობა.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ათასი ტონა მარილი გაიგზავნა ფხენიანში „ანტისეპტიკური ხსნარის“ მოსამზადებლად. თუმცა,  მცირე მტკიცებულება არსებობს, რომ ის ანელებს Covid-ის გავრცელებას.

სახელმწიფო ტელევიზიამ პაციენტებს ურჩია გამოიყენონ ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა იბუპროფენი, ასევე, „ამოქსიცილინი“ და სხვა ანტიბიოტიკები.

იბუპროფენს (და პარაცეტამოლს) შეუძლია  სიმპტომების შემსუბუქება, როგორიცაა თავის ტკივილი ან ყელის ტკივილი.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს რაც შეიძლება მეტი ცხელი სითხე მიიღონ. მათივე მტკიცებით, კოვიდის დასამარცხებლად მარილიანი წყლის მიღებაც საკმაოდ ეფექტური მეთოდია.