მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ ვართ ყოვლისშემძლეები, ჩვენც გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა“ - ეკატერინე ტიკარაძე

„ზაფხულში მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა“
1628580662
COVID-19

„ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ მდგომარეობა არის საგანგაშო“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის არსებული რეგულაცია, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, ყურადსაღებია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ რეგულაციების ხარისხობრივად აღსრულება.

„გამუდმებით ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ მდგომარეობა არის საგანგაშო, არ არის მარტივი სიტუაცია. ჯანდაცვის სამინისტრო, ისევე, როგორც მისი ყველა უწყება, ასევე, ჯანდაცვის სექტორის ყველა წარმომადგენელი, 24 საათიან რეჟიმში ნამდვილად არიან ჩართული პროცესის მართვაში. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, გავუმკლავდეთ ამ პროცესს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, როგორც მედიას, ასევე, მოსახლეობას, ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, ჩვენც გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა.

მნიშვნელოვნად დამოკიდებულები ვართ ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე და მათი მხრიდან იმ რეკომენდაციების დაცვაზე, რომელიც ჩვენი მხრიდან არის მიწოდებული და მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა, რომ ჯანდაცვის სექტორში არ მოხდეს კოლაფსი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მან, ასევე, ისაუბრა ვირუსის ახალ შტამზეც და აღნიშნა, რომ ამჟამად გვაქვს ვირუსის გავრცელების სხვა ტემპი, მეოთხე ტალღა კი გაცილებით უფრო მძიმე და რთულია, განვლილ მე-2 და მე-3 ტალღებთან შედარებით.

როგორც ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, დელტა შტამის სწრაფი გავრცელება არის ის, რის გამოც ამ რთულ პროცესში ვიმყოფებით.

ამავე თემაზე:

„ამ ეტაპზე, სავალდებულო ვაქცინაციაზე არ ვმსჯელობთ“ - ეკატერინე ტიკარაძე

კორონავირუსით ინფიცირების მხრივ საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

„რა მოლოდინი გაქვთ ამ კითხვაზე? ეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“ - ტიკარაძე კოვიდინფიცირებით გარდაცვლილებზე