მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Covid 19-ით ინფიცირებიდან ორი წლის შემდეგ გონების დაბინდვის, დემენციის და ეპილეფსიის დიაგნოზი უფრო ხშირია, ვიდრე სხვა რესპირატორული ინფექციების შემდეგ - კვლევა

თავის ტკივილი
1660836281
COVID-19

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, Covid 19-ის დაინფიცირებიდან ორი წლის შემდეგ, გონების დაბინდვის, დემენციისა და ეპილეფსიის დიაგნოზი უფრო ხშირია, ვიდრე სხვა რესპირატორული ინფექციების შემდეგ. ორი წლის შემდეგ მოზრდილებში ან ბავშვებში შფოთვა და დეპრესია კი ნაკლებად სავარაუდოა. ამის შესახებ BBC წერს.

კვლევებმა აჩვენა, რომ მოზრდილებს აქვთ ტვინის და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაზრდილი რისკი კოვიდ ინფექციის შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში.

აღნიშნულმა კვლევამ შეისწავლა 14 სხვადასხვა აშლილობის რისკი 1.25 მილიონ პაციენტში კოვიდის გადატანიდან ორი წლის შემდეგ, ძირითადად აშშ-ში. შემდეგ შედეგები შეადარა იმ 1,25 მილიონი ადამიანის ჯგუფს, რომლებსაც სხვადასხვა რესპირატორული ინფექცია ჰქონდათ გადატანილი.

ჯგუფში, რომელსაც ჰქონდა კოვიდი, ორი წლის შემდეგ დაფიქსირდა უფრო მეტი ახალი შემთხვევა:

💉 დემენცია, ინსულტი და გონების დაბინდვა 65 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში

💉 გონების დაბინდვა 18-64 წლის ადამიანებში

💉 ეპილეფსია და ფსიქოზური დარღვევები ბავშვებში, თუმცა საერთო რისკები მცირე იყო

მაგალითისთვის, ბავშვებში ეპილეფსიის განვითარების რისკი Covid-ის შემდეგ 10 000-დან 260 იყო, ხოლო სხვა რესპირატორული ინფექციის შემდეგ 10 000-დან 130.

კვლევის წამყვანი ავტორის ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის განყოფილებიდან, პროფესორ პოლ ჰარისონის თქმით, „შემაშფოთებელია“, რომ ზოგიერთი აშლილობა, როგორიცაა დემენცია და კრუნჩხვები, უფრო სავარაუდოა, რომ დიაგნოზირებულია Covid-19-ის გადატანის შემდეგ, თუნდაც ორი წლის შემდეგ. თუმცა დასძინა, რომ „კარგი ამბავია“, რომ დეპრესიისა და შფოთვის შემთხვევები Covid-ის შემდეგ „ხანმოკლე იყო“ და ბავშვებში საერთოდ არ ჩანს.

ამავე თემაზე:

მსოფლიოში წამოვიდა კოვიდის ახალი, ძლიერი ტალღა და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად - გიორგი ფხაკაძე

როდესაც ინფექციის თავიდან ასაცილებლად ყველა ინსტრუმენტი გვაქვს, კვირის განმავლობაში 15000 გარდაცვლილი, მაღალი მაჩვენებელია - ტედროს ადანომ გებრეისუსი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა

ფაიზერის დირექტორს, რომელიც 4-ჯერ იყო ვაქცინირებული, კორონავირუსი დაუდასტურდა

ველური ბუნებიდან თუ ჩინეთის უხანის ბაზრიდან? - რას ცხადყოფს ახალი კვლევები კორონავირუსის წარმოშობის შესახებ? - Associated press