მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დადგება დრო, როდესაც საწოლები აღარ გვეყოფა“ - ლია გოლიაძე

მოხრდილთა ინფექციური დეპარტამენტის უფროსი
1635151436
COVID-19

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლია გოლიაძის თქმით, კლინიკა აბსოლუტურად გადატვირთულია და ფაქტობრივად პაციენტების მისაღებად ადგილი არ არის.

ლია გოლიაძის თქმით, კლინიკაში მყოფი პაციენტების უმრავლესობა საშუალო სიმძიმისაა და ჟანგბად დამოკიდებულია.

„არც დიდის ადგილი გვაქვს და არც ბავშვის. ჩვენთვის ძალიან მძიმე მდგომარეობაა. პაციენტები, რომლებიც კლინიკაში არიან არცერთზე არ შემიძლია ვთქვა, რომ არიან საშუალო სიმძიმის. იმიტომ, რომ ყველა ჟანგბად დამოკიდებულია, დადგება ის დრო, როდესაც საწოლები აღარ გვეყოფა. რაც მეტია პაციენტები, მით მეტია მძიმე პაციენტების რაოდენობა“, - აღნიშნა გოლიაძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 942 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი, ხოლო 4 650 პირი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 694 182-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 635 611 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 788 პაციენტი ემსხვერპლა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ან მოსახლეობა შემობრუნდება მასობრივი აცრებისაკენ ან მთავრობა იძულებული იქნება, შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია“ - თენგიზ ცერცვაძე

✅„როდის იქნება ახალი ტალღის პიკი?“ - მაია ბუწაშვილი

✅„ასტრაზენეკას“ ვაქცინა ორსულებისთვის უსაფრთხოა - კვლევა