მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაინდეთ თქვენი ორგანიზმი და უსაფუძვლოდ ნუ შეეცდებით დამატებითი დოზების მიღებას!!!“ - ბიძინა კულუმბეგოვის მიმართვა

ა;ერგოლოგ-იმუნოლოგი
1634476979
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ აცრილებისთვის ბუსტერ დოზის გაკეთების საჭიროების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ჯერჯერობით ასეთი საჭიროება არ დგას და მოქალაქეებმა მესამე დოზის გაკეთებისგან თავი უნდა შეიკავონ.

„სინოფარმი“/„სინოვაკით“ აცრილებო, სამედიცინო ჩვენებით ჯერ ბუსტერი არ გჭირდებათ. ვაქცინის „ფაიზერით“ ჩანაცვლების ერთადერთი მიზეზია მხოლოდ მოგზაურობა.

დაინდეთ თქვენი ორგანიზმი და უსაფუძვლოდ ნუ შეეცდებით დამატებითი დოზების მიღებას!!!

როგორც კი მწარმოებელი კომპანია და ჯანმო ამ ვაქცინებზე ბუსტერის საჭიროებას დაამტკიცებს, აქაც ავტომატურად მოხდება მისი გამოყენება.

ახლა მთავარია ნებისმიერი ვაქცინის ორი დოზით ავცრათ დამატებით 1-1.5 მილიონი ჩვენი მოქალაქე“, - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, რომ იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით, „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ ვაქცინირებულებს მესამე დოზის გაკეთება სურვილის მიხედვით შეუძლიათ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:👇

👉 „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ აცრილმა 60 წლიდან ზემოთ ასაკის პირებმა მესამე დოზა უნდა მიიღონ - WHO

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე

👉 ვაქცინები 90%-ით ეფექტიანია კორონავირუსის მძიმე ფორმების წინააღმდეგ - კვლევა

👉 „თუ არ ავიცრებით, ყოველ ორ თვეში გვექნება ასეთი ტალღა“ - ამირან გამყრელიძე

👉 NCDC: საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 31.5%