მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დღემდე არ დადასტურებულა გარდაცვალების ერთი შემთხვევაც კი, რომელიც გამოწვეულია COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით“ - ჯანმოს ევროპის რეგიონის წარმომადგენლობა

დანიაში ვაქცინაცია შეაჩერეს
1615563397
COVID-19

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) საქმის კურსშია იმ უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომელიც ჯანმო-ს ევროპის რეგიონის რამდენიმე ქვეყანამ მიიღო, ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე მიწოდებული ასტრაზენეკას ვაქცინის კონკრეტულ პარტიასთან მიმართებაში“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ეფუძნება იმ ანგარიშებს, სადაც აღნიშნულია აცრილებში სისხლის შედედების იშვიათი შემთხვევების შესახებ.

ჯანმოს ევროპის რეგიონის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ზოგ ქვეყანაში გადაწყვეტილება იქნა მიღებული დამატებითი უსაფრთხოების ზომების შესახებ, სანამ დასრულდება აღნიშნული რამდენიმე შემთხვევის სრული მოკვლევა.

მათივე განცხადებით, მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ დღემდე არ დადასტურებულა გარდაცვალების ერთი შემთხვევაც კი, რომელიც გამოწვეულია COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) საქმის კურსშია იმ უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომელიც ჯანმოს ევროპის რეგიონის რამდენიმე ქვეყანამ მიიღო, ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე მიწოდებული AstraZeneca-ს ვაქცინის კონკრეტულ პარტიასთან მიმართებაში. გადაწყვეტილება ეფუძნება იმ ანგარიშებს, სადაც აღნიშნულია აცრილებში სისხლის შედედების იშვიათი შემთხვევების შესახებ. ამ ეტაპზე ზოგ ქვეყანაში მიღებულია გადაწყვეტილება დამატებითი უსაფრთხოების ზომების შესახებ, სანამ დასრულდება აღნიშნული რამდენიმე შემთხვევის სრული მოკვლევა.

ხაზგასასმელია ევროპის სამედიცინო სააგენტოს (European Medicines Agency) ფარმაკოზედამხედველობის რისკების შეფასების კომიტეტის პოზიცია, რომ ვაქცინაციის სარგებელი ამეტებს აცრის შემდეგ შესაძლო განვითარებულ რისკს და ვაქცინაცია კვლავ გაგრძელდეს იგივე რეჟიმში, სანამ მიმდინარეობს თრომბოემბოლიების შემთხვევების სრული მოკვლევა.

ევროპის სამედიცინო სააგენტოს ფარმაკოზედამხედველობის რისკის შეფასების კომიტეტის 10 და 11 მარტს გაკეთებული წინასწარი განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ უშუალოდ ვაქცინაციამ გამოიწვია ამ სახის გართულება. არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბოემბოლიების რაოდენობა არ აღემატება ზოგადად მოსახლეობაში თრომბოემბოლიების რაოდენობას. კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაქცინის მიღება გაგრძელდეს, სანამ მიმდინარეობს თრომბოემბოლიების მქონე შემთხვევების შესწავლა.

ჯანმოს ვაქცინის უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტი (WHO’s Global Advisory Committee on Vaccine Safety - GACVS) სისტემატურად განიხილავს COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციასა და შესაძლო პრობლემებს, რათა ჯანმოს გაუწიოს შესაბამისი რეკომენდაციები ვაქცინის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე განცხადებით, ჯანმოს ვაქცინის უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტი თვალს ადევნებს და შეისწავლის ასტრაზენეკას ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მიმდინარე ანგარიშებს.

„როგორც კი ჯანმოს ამ შესაძლო შემთხვევებზე ექნება სრულყოფილი შეფასება, საზოგადოებას დაუყოვნებლივ ეცნობება, მათ შორის განახლებული რეკომენდაციაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ჯანმო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, გააგრძელონ იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული გვერდითი მოვლენების (adverse events following immunization AEFI) თვალყურის დევნება ნებისმიერი შესაძლო უარყოფითი მოვლენის აღრიცხვისა და იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული გვერდითი მოვლენების გლობალური მეთვალყურეობის მონაცემთა ბაზაში გაზიარების მიზნით.

COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ვერ შეამცირებს სხვა მიზეზებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. სხვა მიზეზებით გამოწვეული სიკვდილიანობა კვლავ გაგრძელდება, მათ შორის აცრილთა შორისაც, მაგრამ მიზეზშედეგობრივი კავშირი მათ შორის არ იქნება.

ა.წ. 9 მარტის მდგომარეობით, ჯანმოში ქვეყნების მიერ მიწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 268 მილიონზე მეტი დოზა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთდა.

მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ რომ დღემდე არ დადასტურებულა გარდაცვალების ერთი შემთხვევაც კი, რომელიც გამოწვეულია COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.