მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს „სინოფარმზე“ რეგისტრაცია იწყება

სინოფარმი
1625291933
COVID-19

„სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია დღეს, 3 ივლისს, 12:00 საათიდან დაიწყება, ხოლო იმუნიზაციის მასობრივი პროცესი - 5 ივლისიდან.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 350-მდე ამცრელი ბრიგადა.

გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს.

ჩინური წარმოების ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნის მსურველები რეგისტრაციისთვის შექმნილ სპეციალურ პორტალს booking.moh.gov.ge-ზე უნდა შევიდნენ.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში „ასტრაზენეკით“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.

3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია 7 მაისს მიანიჭა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა საქართველოშია

🔴 „შესაძლოა აგვისტოდან სრულად ჩაანაცვლოს ინდურმა შტამმა ვუჰანური და ბრიტანული შტამები“ - პაატა იმნაძე

🔴 „ვაქცინაციის სერტიფიკატების შემოღებამ დისკრიმინაცია არ უნდა გამოიწვიოს“ - ტედროს ადანომ გებრეიესუსი