COVID-19

„დღეში 30-33 ათასი აცრილი ადამიანი რეალური მიზანია“ - ჩხაიძე ვაქცინაციაზე

„ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობაა ოჯახის წევრების ვაქცინაცია“
1628661110
დაკოპირებულია

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში, ვაქცინაციის ტემპსა და არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, თვის მანძილზე ერთი მილიონი ადამიანი უნდა აიცრას.

„ვაქცინაციის არსებული ტემპი საკმარისი არ არის, ვინაიდან ინფიცირებულთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, რაც ეპიდსიტუაციას ამწვავებს. დღეში 30-33 ათასი აცრილი ადამიანი რეალური მიზანია. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ილუზია, ვინაიდან ამის უკან დგას პირველ რიგში ვაქცინების პრაქტიკულად შეუწყვეტელი მომარაგება.

მნიშვნელოვნად გაფართოვდა სამედიცინო დაწესებულებების ქსელი, სადაც შესაძლებელია ვაქცინაცია ჩატარდეს. საქართველოში ორჯერადად აცრილი ადამიანების პროცენტი წლიური სამიზნე გეგმის თვალსაზრისით არის 11%-მდე მხოლოდ. რეალურად გვჭირდება სამჯერ მეტი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „დღეისათვის ჯანდაცვის სისტემას პაციენტის მიღების საშუალება არ გააჩნია“

👉 „არავინ მოგცემთ უფლებას, კაცობრიობის არსებობას საფრთხე შეუქმნათ“

👉 „სიკვდილიანობის მხრივ საქართველო პირველ ადგილზეა თავის რეგიონში“