მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დღევანდელი მდგომარეობით, დამატებითი რეგულაციების ან რაიმე აკრძალვების შემოღება გათვალისწინებული არ არის“- თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020
1627977616
COVID-19

„ჩვენ ახლა პროგნოზულად ვართ პიკის ფაზაში, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ 3 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ფართოვდება.

„ჯერჯერობით მოქალაქეების აქტიურობა არის საკმაოდ მაღალი, თუმცა, კიდევ მეტი ადმინისტრირების ადგილი არის ჩვენს გეგმაში რომ გაჩნდეს, ანუ ვაქცინაციის ცენტრები, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე, რაიონულ დონეზე და დაიწყოს სოფლად უფრო აქტიური ვაქცინაცია ოჯახის ექიმების ჩართულობით. ეს არის ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების გეგმა.

დღევანდელი მდგომარეობით, დამატებითი რეგულაციების, ან რაიმე აკრძალვების შემოღება არ არის გათვალისწინებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული მომდევნო ეტაპებზე. ჩვენ ახლა პროგნოზულად ვართ პიკის ფაზაში, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.