მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდ ბრიტანეთში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დაიწყეს

პირველი ადამიანი, რომელსაც ასტრაზენეკას ვაქცინა გაუკეთეს
1609753617
COVID-19

 82 წლის ბრაიან პინკერი, რომელსაც დიალიზი აწუხებდა, გახდა პირველი ადამიანი, ვისაც გაუკეთეს ოქსფორდ-ასტრაზენეკას კოვიდ 19-ის ვაქცინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრიტანეთში აცხადებენ, რომ ორშაბათიდან ვაქცინის ნახევარ მილიონზე მეტი დოზა მზად ექნებათ გამოსაყენებლად.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის პარალელურად რეგიონებში შეზღუდვები ალბათ უფრო გამკაცრდება, რადგან ვირუსის სწრაფ გავრცელებას ხელი შეუშალოს.

ბრიტანეთი წლის ბოლომდე უზრუნველყოფს 100 მილიონი დოზა ასტრაზენეკას ვაქცინას, რომელიც ბევრად უფრო იაფი შესანახია ვიდრე Pfizer-ის ვაქცინა.

2020 წლის 30 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში, ბრიტანულ-შვედურმა კომპანიამ AstraZeneca-ს მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა.

იხილეთ აგრეთვე:

◼️დიდ ბრიტანეთში „ასტრაზენეკას“ მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა