მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დიდი აფეთქების წინაშე ვდგავართ, კიდევ ერთი პიკი გვექნება“ - დევი ტაბიძე ეპიდვითარებაზე

„დღეისათვის ჯანდაცვის სისტემას პაციენტის მიღების საშუალება არ გააჩნია“
1634026464
COVID-19

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის თქმით, ქვეყანა მორიგი კოვიდაფეთქების წინაშე დგას.

დევი ტაბიძის თქმით, მოსალოდნელია კიდევ ერთი პიკი და ამ პერიოდში შეჩერება ძალიან რთული იქნება.

ტაბიძის თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა და ლეტალობის გაზრდა მოჰყვება.

„ჩვენ გვექნება ისევ ერთი პიკი, რომელიც აუცილებლად იქნება. იმიტომ, რომ ამ პერიოდში ძალიან რთულია ყველაფრის შეჩერება. თუ არ იქნება მოსახლეობა ვაქცინირებული და დღეს სახალხო პროტესტს უცხადებენ ვაქცინას, მაშინ როდესაც სახელმწიფოს რეალურად იმის საშუალება აქვს, რომ მილიონამდე ადამიანი აიცრას.

ჩვენ ძალიან დიდი აფეთქების წინაშე ვართ. ჩემს პირად მაგალითზე ვიტყვი, რომ ორჯერადად აცრილს კოვიდინფექცია დამემართა და 10 ათასჯერ, 100 ათასჯერ მსუბუქად გადავიტანე. მადლობელი ვარ იმის, რომ ავიცერი. ეს არის ყველაზე მთავარი. ეს მინდა, რომ ადამიანებამდე მივიდეს.

ამას მოჰყვება რაოდენობის მატება, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა და ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მოხდეს ეს არის, გარდაცვლილთა რიცხვის გაზრდა“, - აღნიშნა ტაბიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 4774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს 37 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1623 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში წლის დეკემბერში გამოვლინდა. კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

📣„თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მეხუთე ტალღის დასაწყისია“ - ივანე ჩხაიძე

📣„ყველა დამსაქმებელს მინდა, ვთხოვო - მოიკითხონ როგორია მათ დაწესებულებაში აცრის მაჩვენებელი“ - ამირან გამყრელიძე

📣რა გავლენას ახდენს კორონავირუსი ბავშვებსა და მოზარდებზე?