
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს ნადინ დორისს კორონავირუსი დაუდგინდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნადინ დორის განცხადებით, მან თვითიზოლაციას სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართა და ყველა რეკომენდაცია შეასრულა.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 300-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. მსოფლიოს მასშტაბით კი დაავადებულთა რიცხვი 119 245-ია. კორონავირუსისგან კი 66 578 ადამიანი გამოჯანმრთელდა.