მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიმიტრი ხუნდაძე „სინოფარმის“ შესახებ: საერთაშორისო აღიარების გარეშე, ის მოხმარებაში არ გავა

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, 2020
1617637282
COVID-19

„ავტორიზებულ ვაქცინაზე მოთხოვნა გაიზრდება და მისი შემოტანა უფრო გაჭირდება, ვიდრე ახლა“,- ასე უპასუხა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ შემოვიდა ქვეყანაში ჩინური ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მის აღიარებამდე.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მოსახლეობა უნდა ენდოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და „სინოფარმის“ გამოყენება ქვეყანაში არ იქნება დასაშვები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მისთვის ავტორიზაციის მინიჭებამდე.

იმ შემთხვევაში კი, თუ ვაქცინა ავტორიზაციას ვერ მოიპოვებს, ის სხვა ქვეყანას გადაეცემა.

„მისი მოხმარება დაიწყება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ექნება საერთაშორისო აღიარებას. მაგრამ თუ ავტორიზაცია ვერ მიიღო, მაშინ იქნება მოთხოვნა, სადაც ამ ვაქცინის მოხმარების სურვილს გამოთქვამენ და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ვაქცინას არ გავაფუჭებთ.

მას აქვს ძალიან მაღალი შანსი იმისა, რომ ის მიიღებს ავტორიზაციას. მსოფლიო ბაზარზე არის დეფიციტი. ჩვენ გავითვალისწინეთ ეს, რომ მანამ, სანამ მას ექნებოდა ავტორიზაცია შეგვეძინა, რადგან შემდეგ უკვე ავტორიზებულ ვაქცინაზე მოთხოვნა გაიზრდება და მისი შემოტანა უფრო გაჭირდება, ვიდრე ახლა“,- განაცხადა მან.

აგრეთვე იხილეთ:

📌„სინოფარმით“ აცრას სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია“ - ლი იენი