მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დრო, რომელიც კორონავირუსის დამაინფიცირებელი დოზის მისაღებად არის საჭირო

ორი პირბადე
1642147910
COVID-19

შვედეთის ქალაქ ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დირექტორი, ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი ზაალ კოკაია Wall Street Journal-ის ცხრილს აქვეყნებს, სადაც სხვადასხვა ტიპის პირბადის ტარების შემთხვევაში ინფიცირების რისკია გამოთვლილი. 

„პირბადე იცავს! აცრა, პირბადე და სოციალური დისტანცირება - ეს არის ის იარაღი, რაც დღეს ხელთ გვაქვს კოვიდ პანდემიასთან საბრძოლველად. ეს ცხრილი გამოაქვეყნა Wall Street Journal-მა 10 იანვარს.

ამ ცხრილის მიხედვით, თუკი ინფიცირებული ადამიანი ატარებს ქირურგიულ პირბადეს, არაინფიცირებულ ადამიანს, რომელიც, ასევე, ატარებს ქირურგიულ პირბადეს, დასაინფიცირებლად დასჭირდება 1 საათიანი კონტაქტი.

N95/FFP2 პირბადის ტარებისას, რომელიც გაცილებით უფრო საიმედოა, იგივე ვითარებაში ინფიცირების დრო იზრდება 25 საათამდე, ხოლო პირბადის გარეშე 15 წუთიანი კონტაქტიც კი საკმარისია დასაინფიცირებლად.
გასათვალისწინებელია, რომ ეს მონაცემები ეხება დელტას, ხოლო ომიკრონის შემთხვევაში სავარაუდოდ ინფიცირება უფრო მალე ხდება“, - წერს ზაალ კოკაია სოციალურ ქსელში

 

🔴 ექიმები ასახელებენ პირველ სიმპტომებს, რომლებიც ომიკრონის დროს ფიქსირდება

🔴 „აცრილ პაციენტებში კოვიდის დადასტურების დღიდან გადასხმები არ შეიძლება“ - გიორგი ფხაკაძე

🔴 კანაფის ნაერთებმა ადამიანის უჯრედების კორონავირუსით დაინფიცირებას ხელი შეუშალა - კვლევა

🔴 რატომ არის „ომიკრონი“ საშიში, თუ ის დელტაზე სუსტია? - მეცნიერების განმარტება