მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ე.წ. მწვანე პასპორტების შემუშავებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს - გიორგი ღიბრაძე

გიორგი ღიბრაძე
1620118517
COVID-19

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, იმ პირთა წრე ფართოვდება, რომლებიც მიმდინარე კვირიდან აიცრებიან.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ღიბრაძემ განაცხადა, გარდა ვაქცინაციის პროცესისა, ასევე, მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. მწვანე პასპორტის შემუშავებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.

„მიმდინარე კვირას ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან მთავრობის და პარლამენტის წევრები. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.

გარდა ამისა, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. მწვანე პასპორტების შემუშავებაზე, რომლებიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა და ეს საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთვის ახლო მომავალში იქნება წარდგენილი.

ამასთანავე, საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება საბჭოს ფორმატში იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნება ვაქცინაციის სრული კურსი“, - აცხადებს ღიბრაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 313 742-ს შეადგენს. დღეს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო.

✔️ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.

✔️ კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა ჩინეთის პროვინცია უხანში 2019 წლის დეკემბერში დადასტურდა.

✔️ რაც შეეხება გლობალურ სტატისტიკას, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 154 მლნ-ს აჭარბებს.

ამავე თემაზე:

✔️ საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა

✔️ 788 ინფიცირება, 1206 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში