COVID-19

ეკა ტიკარაძე: კორონავირუსით დაინფიცირებული მეოთხე პაციენტი კონტაქტში 25 პირთან იმყოფებოდა

ჯანდაცვის მინისტრი, 2020
1583419539
დაკოპირებულია

პირი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, 25 პირთან იმყოფებოდა კონტაქტში, რომლებსაც გამოკვლევები უტარდებათ და მათი ანალიზების პასუხიც გახდება საჯარო,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ეს პაციენტი რეკომენდაციით იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და შემდგომში მასთან კომუნიკაციის შედეგად გახდა საჭირო მისი სტაციონარიზაცია და დამატებითი კვლევების ჩატარება. ის არ იყო სამსახურში და იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. შესაბამისად, მდგომარეობა ამით გაცილებით უკეთესია. საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის ყველა შემთხვევა მიმდინარეობს მსუბუქად. მეოთხე შემთხვევისას პირს საზღვარზე სიცხე არ დაუფიქსირდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიეცა მკაცრი რეკომენდაცია, რომ ყოფილიყო თვითიზოლაციაში, რასაც პაციენტმა მიმართა. ამისთვის მე მას მადლობას ვუხდი, ვინაიდან გამოიჩინა ძალიან მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა", - აღნიშნა ეკა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დღეს დადასტურდა.