
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში გეგმიური ოპერაციები გადაიდო, თუმცა ეს სასწრაფო ოპერაციებს არ შეეხება.
"გეგმიურ ოპერაციებთან დაკავშირებით ჩვენ შევიტანეთ ცვლილება და იგეგმება 4 თვიან ჭრილში გადავადება. რა თქმა უნდა, სასწრაფო ოპერაციების გადადება არ მოხდება", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 1 თვის ვადით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 67 შემთხვევაა დადასტურებული, აქედა 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში უკვე დაბრუნდნენ, 65 კი, საქართველოს მოქალაქეა. 65 პაციენტიდან 9 გამოჯანმრთელდა.