COVID-19

ეკატერინე ტიკარაძე: სამი ახალი შემთხვევა ერთი ოჯახიდანაა და აშშ-ში მოგზაურობას უკავშირდება

ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა
1584695271
დაკოპირებულია

"კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა, რომელიც დღეს დაფიქსირდა, არ არის ევროპული, ესენი არიან ოჯახის წევრები, რომლებმაც იმოგზაურეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს არის ახალი კლასტერი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ყველა ადამიანის ვინაობა უკვე დადგენილია.

"ყველა ის პიროვნება, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ამ ოჯახთან, არის იდენტიფიცირებული და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება შემდგომი ტაქტიკის დამუშავებისთვის“, -აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 43 ადამიანს აქვს დადასტურებული. მათგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.