მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექიმებმა კორონავირუსის ახალი შტამი - „დელტაკრონი“ აღმოაჩინეს

„კორონავირუსის ახალი ვარიანტი შეიძლება დომინანტი გახდეს“
1641672907
COVID-19

კვიპროსზე ექიმებმა კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც წინა შტამების, „ომიკრონისა“ და „დელტას“ მუტაციაა, - ამის შესახებ the times of news იუწყება. 

ახალ ვარიანტს „დელტაკრონი“ უწოდეს. 

„დელტაკრონი“ კუნძულზე მყოფ 25 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 11 მათგანი ჰოსპიტალიზებული იყო, 14 მათგანი კი ჩვეულებრივი მოქალაქეები იყვნენ, რომლებსაც დაავადების რაიმე სიმპტომი არ აღენიშნებოდათ.  

აღმოჩენილი ჰიბრიდული შტამის ინფექციურობასა და პათოგენურობაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, კვიპროსელი ვირუსოლოგი ლეონტიოს კოსტრიკისი ვარაუდობს, რომ „დელტაკრონმა“ შესაძლოა, მომავალში „ომიკრონის“ შტამი ჩაანაცვლოს.

კორონავირუსის „დელტა“ შტამი გასული წლის ზაფხულის დასაწყისში ინდოეთში აღმოაჩინეს, „ომიკრონი“ - გასული წლის ნოემბერში. პირველი მათგანი დაავადების მძიმე ფორმებით, მეორე კი ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრად გაზრდით გამოირჩევა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის შესახებ, რომ „ომიკრონი“ მსუბუქ სიმპტომებს იწვევს“ - ჯანმო

 ისრაელში ორმაგი ინფექციის პირველი შემთხვევა დადასტურდა - ზაზა წერეთელი

 ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინა - ვინ მუშაობს მის შექმნაზე?

⚫ „ომიკრონის“ გავრცელების შესაძლებლობები და სისწრაფე უფრო მაღალია, ვიდრე დელტას“ - თამარ გაბუნია

 „ომიკრონით“ გამოწვეული ტალღის ხანგრძლივობა 2-3 კვირას არ აღემატება“ - ივანე ჩხაიძე

 საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი B.1.640.2 აღმოაჩინეს, რომელსაც 46 მუტაცია აქვს