მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეკლესიის მხარდაჭერა სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
1636014141
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის პროცესში ეკლესიის ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ეკლესიის მხარდაჭერა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში ქვეყანას დიდ დახმარებას გაუწევს.

„ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური შეხედულებები და რწმენა ვაქცინაციასთან მიმართებით და არ შემიძლია, გვერდი ავუარო ამ თემას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა.

საქართველოს აქვს იმის გამოცდილება, რომ ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა, მაგალითად ტუბერკულოზის მართვის პროგრამაში, როდესაც იმ პირებს, ვისაც სჭირდებოდათ მხარდაჭერა, გრძელვადიანი მკურნალობა და რწმენა, ეკლესია დაეხმარა იმაში, რომ ეს გზა გაევლო.

აქაც ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ჩვენ სერიოზულ დახმარებას გაგვიწევდა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „რეანიმაციაში მყოფი ყველა პაციენტი არავაქცინირებულია“ - ლევან გოფოძე

👉 „თუ არ გინდა აცრა, უნდა შეეგუო ერთგვარ დისკომფორტს“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „შესაძლებელია, საჭირო გახდეს დამატებითი შეზღუდვების დაწესება“ - ალექსანდრე გოგინავა

👉 რომელი ჯგუფისთვის იქნება სეზონური გრიპი მძიმე? - ECDC-ის განმარტება