მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ექსპერტები შეშფოთებულნი არიან მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ვაქცინაციის ტემპით

აცრა
1630930265
COVID-19

როდესაც კორონავირუსის ვაქცინები შეიქმნა, გამოიცადა და ავტორიზაცია გაიარა გადაუდებელი გამოყენებისათვის რეკორდულ დროში, მილიონობით ადამიანი მოუთმენლად ელოდა მათ.

მაგრამ დასავლეთში ვაქცინაციის დაწყებიდან დაახლოებით, ცხრა თვის შემდეგ, აშშ-სა და ევროპაში იმუნიზაციის მსურველთა რაოდენობა შემცირდა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

ექსპერტები ვაქცინაციის ტემპის შენელებით შეშფოთებულები არიან, რადგან როგორც აშშ-ში, ასევე, ევროპის ნაწილში ინფიცირების შემთხვევები იზრდება.

„ჩვენს რეგიონში ვაქცინის სტაგნაცია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ახლა, როდესაც ბევრ ქვეყანაში საზოგადოებრივი შეზღუდვები შემსუბუქებულია, ვაქცინაციის ჩატარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ასე თავიდან ავიცილებთ პანდემიის გავრცელებას, უფრო მძიმე დაავადებებს, სიკვდილიანობის ზრდას და ახალ ვარიანტების გაჩენის უფრო დიდ რისკს“, - განაცხადა ჯანმოს ევროპული სექტორის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ.

მისი თქმით, დაფიქსირდა 64 მილიონი შემთხვევა და 1.3 მილიონი დაღუპულ რეგიონში, რომელიც მოიცავს 53 ქვეყანას, დაწყებული დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, რუსეთისა და მის მიმდებარე ქვეყნებით დამთავრებული. კლუგემ დასძინა, რომ რეგიონის 33-მა ქვეყანამ აღნიშნა, რომ მათი დადასტურებული შემთხვევების სიხშირის 14-დღიანი მაჩვენებელი 10% -ზე მეტია.

„ვირუსის გავრცელება შემაშფოთებელია - განსაკუთრებით რიგი ქვეყნების მოსახლეობაში ვაქცინაციის დაბალი მიღების ფონზე.

ბოლო 6 კვირის განმავლობაში, რეგიონში ვაქცინაციის მიღება შენელდა, რამაც განაპირობა ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინებზე წვდომის ნაკლებობა.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენი რეგიონის ქვედა და დაბალი საშუალო შემოსავლის ქვეყნების ადამიანების მხოლოდ 6% არის სრულად აცრილი “, - თქვა კლუგემ.

ვაქცინაციის ტემპი აშშ-სა და ევროპაში

ვაქცინაციის პროგრამები დაიწყო გასული წლის ბოლოს როგორც ევროპაში, ასევე, აშშ–ში სხვადასხვა სიჩქარით. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი და აშშ ჩქარობდნენ ხანდაზმულთა და სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციას, ევროკავშირის მოთხოვნა დაგვიანებული იყო. კამათი (ძირითადად ასტრაზენეკას ვაქცინაზე), აფერხებდა ზოგიერთი ქვეყნისთვის ვაქცინის მიწოდების პროგრესს ევროკავშირში.

ახლა აშშ-სა და ევროპაში მოზარდების და ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულად არის აცრილი.

დღეისათვის, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის თანახმად, ევროკავშირში მოზრდილთა 69,2% სრულად აცრილია (თუმცა, ევროკომისიამ გასულ სამშაბათს გამოაცხადა, რომ ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 70% -ის ვაქცინაციის მიზანს მიაღწია).

გაერთიანებულ სამეფოში, 16 წელზე უფროსი ასაკის 79.8% სრულად არის აცრილი, ხოლო აშშ–ში, 12 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის 62% სრულად ვაქცინირებულია, ნათქვამია აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად.

მილიონობით ვაქცინაცია მოკლე დროში და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისის დროს ზეწოლის ქვეშ არის უდავო მიღწევა, მაგრამ ვაქცინაციის პროცესების პროგრესირებასთან ერთად, ისინი შენელდა რიგ ქვეყნებში, რასაც გვიჩვენებს მსოფლიო მონაცემები.

აპრილში შეერთებულმა შტატებმა მიაღწია პიკს თავის ვაქცინაციის პროგრამაში, დღეში დაახლოებით 3 მილიონი აცრა ტარდებოდა, მაგრამ ეს მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა მალევე და მხოლოდ აგვისტოში დაიწყო მომატება.

26 აგვისტოს მდგომარეობით, CDC– ში მოხსენებული ვაქცინის დოზების შვიდდღიანი საშუალო რაოდენობა დღეში იყო 877,756 . 2 სექტემბრის მონაცემებით, დღეში ვაქცინაციის საშუალო დღიური რაოდენობა 7 დღის განმავლობაში გაიზარდა 906,992-მდე.

ზაფხულის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა მიაღწია პრეზიდენტ ბაიდენის მიზანს, ვაქცინის ერთი დოზა მოზრდილთა 70%-ს მიღებული აქვს.

„ქვეყანას მეტი სამუშაო აქვს... განსაკუთრებით 18-დან 26 წლამდე ახალგაზრდებთან”, - თქვა თეთრი სახლის კორონავირუსის საკითხების როსმა მრჩეველმა ჯეფრი ზიენტმა და დასძინა: რეალობა ისაა, რომ ბევრ ახალგაზრდა ამერიკელს ნაკლებად სურდა ვაქცინაცია“.

ანალოგიურად, ევროპაში, ახალგაზრდებში უფრო დაბალი (და ნელი) ტემპით მოხდა აცრების ჩატარება, ეს ახალგაზრდების მიერ Covid 19-ის მიმართ ნეიტრალურმა დამოკიდებულებამ გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ გაცილებით ნაკლები რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ხანდაზმული ადამიანები და ამ ზაფხულს შეზღუდვების შემსუბუქებამ, როგორც ჩანს, ზოგს იმუნიზაციის სტიმული დააკარგვინა.

აშშ-ში ვაქცინაციის მაჩვენებლები მკვეთრად განსხვავდება სამხრეთ შტატებისაგან, რომლებიც ჩამორჩებიან ჩრდილოეთ მხარეს. ზოგიერთ შტატს პრეზიდენტმა ვაქცინაციისათვის ფულადი წახალისება შესთავაზა.

ვაქცინაციის მაჩვენებლების შენელება შემაშფოთებელია, რადგან ეს ვირუსის გავრცელების საშუალებას იძლევა. რაც თავის მხრივ, კორონავირუსის ახალი ვარიანტების წარმოქმნას გამოიწვევს, რამაც შეიძლება შეასუსტოს არსებული კოვიდ ვაქცინების ეფექტიანობა.

ვაქცინაციის მაჩვენებლები ამჟამად ძალიან განსხვავდება მთელ ევროპაში, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქვეყნებში, რუსეთსა და მის მეზობლებში ყველა ჩამორჩება დასავლეთ ევროპის კოლეგებს.

აცრაზე ყოყმანის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი რჩება რუსეთსა და შეერთებულ შტატებში.

რუსეთსა და აშშ-ს კვლავ აქვთ ვაქცინების საწინააღმდეგო ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გამოკითხულ ყველა ქვეყანას შორის. რუსების 31%-მა თქვა, რომ მათ არ სურთ მიიღონ Covid ვაქცინა და ამერიკელთა 18% -მა არ ისურვა აცრა, ხოლო 10%-ის პასუხი გაურკვეველია.

იმავდროულად, სხვა ქვეყნების მილიონობით ადამიანს არ აქვს არჩევანი მიიღონ Covid ვაქცინა თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 40.3%–მა მიიღო კორონავირუსის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების მხოლოდ 1.8%–მა მიიღო მინიმუმ ერთი დოზა.

იხილეთ აგრეთვე:

📣„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზამ შეიძლება უზრუნველყოს სრული დაცვა“ - ენტონი ფაუჩი

📣გერმანიის მოსახლეობის დაახლოებით 60% სრულად არის ვაქცინირებული