მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სწავლის საკლასო ოთახში დაწყება სახიფათოა - დევი ტაბიძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი
1631879536
COVID-19

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ სატელევიზიო ეთერში, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე და საკლასო ოთახში სწავლის განახლებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება ვაქცინაციის აქტიურობაზე არის დამოკიდებული.

„დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის დაწყება საკლასო ოთახში სახიფათოა და ბევრ რისკს შეიცავს, იქიდან გამომდინარე რომ დელტა შტამი ბავშვთა ასაკში უფრო გამოიკვეთა, მეტი რაოდენობა ამ სეგმენტზეა. პირველადი აცრების რაოდენობაც მაქსიმალურად შემცირებულია.

არ გინდა აცრა? - ნუ აიცრები! ოღონდ ნუ დაასნებოვნებ შენს ირგვლივ ადამიანებს. აუცრელი ერთი ადამიანი მინიმუმ 5 ადამიანისთვის არის სახიფათო“, - აცხადებს დევი ტაბიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს საკლასო ოთახებში დაიწყებენ

👉 „ქვეყანაში დასწრებული სწავლა უნდა აღდგეს, ბავშვებს ონლაინ სწავლება უჭირთ“

👉 „4 ოქტომბერს სწავლა სკოლების საკმაოდ დიდ ნაწილში აუცილებლად უნდა აღდგეს“