მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის გაზრდასთან“ - ამირან გამყრელიძე

დაავდებათა ცენტრის დირექტორი
1635233147
COVID-19

„ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის გაზრდასთან“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება.

გამყრელიძის თქმით, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების ტემპი გაიზრდება, ლეტალობა მინიმალური ოდენობით იქნება.

ამასთან, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ინფიცირებულების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 15% მოზარდია.

„ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის გაზრდასთან. თუ ჩვენ მოვახერხეთ, და ვაქცინაციის მაჩვენებელი ავწიეთ, როგორც გვქონდა აგვისტო-სექტემბერში, მაშინ დავასტაბილიზირებთ უფრო აქტიურად ეპიდვითარებას, განსაკუთრებით დავწევთ ქვემოთ ყველაზე მძიმე მაჩვენებელს, როგორიც არის სიკვდილიანობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, ასევე, რუსეთში დაფიქსირებულ ახალ შტამზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი შტამი საყურადღებოა, თუმცა საგანგაშო არა.

ეს ახალი შტამი AY.4.2, რომელიც რუსეთში დაფიქსირდა, რა თქმა უნდა საყურადღებოა. ლაბორატორიული კვლევებით ეს ახალი შტამი ჩვენთან არ დაფიქსირებულა. ისიც „დელტას“ ერთ-ერთი ნაირსახეობაა, „დელტა+“, თუმცა ის არა, რომელიც ჩვენთან დაფიქსირდა, ეს სხვა გენეტიკური ვარიანტია“, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შესაძლოა, ვაქცინაცია ნოემბრიდან სავალდებულო გახდეს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს მძიმე“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „საქართველოშიც შეიძლება ახალი შტამები წარმოიქმნას“ - ინფექციონისტი

👉 „კოვიდპასპორტები სწრაფად უნდა შემოვიღოთ, სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „შესაძლოა, გარკვეულ ადგილებში კოვიდპასპორტები შემოვიღოთ“ - ეკატერინე ტიკარაძე