მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთადერთი, რაც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, აცრილი ადამიანების ზრდაა“ - ივანე ჩხაიძე

ივანე ჩხაიძე
1629556155
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ რთულია, თუმცა, ვაქცინაციაში მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული.

„აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ღონისძიებები, რომლებიც სწრაფ შედეგს გვაძლევენ. ეს არის ნიღბის ტარება, დისტანცირება, ხელის ჰიგიენა და რაც მთავარია, საზოგადოების თავშეყრის, ნებისმიერი თავშეყრისგან თავის არიდება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში.

ერთადერთი, რაც ახლა ოპტიმიზმისა და დადებითი შეფასების საფუძველს გვაძლევს, ეს არის აცრილი ადამიანების რაოდენობის ზრდა. გუშინ დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ციფრი, 28 500 ეს არის, მართლაც ის, რაც ყველა ჩვენგანს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ოჯახებს სჭირდება.

ეს არის ყველაზე ქმედითი და ეფექტური გზა ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების. თითქმის მილიონამდე ადამიანი არის ქვეყანაში უკვე აცრილი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“

👉 „მრცხვენია ექიმის, რომელიც ვაქცინაციას ეჭვქვეშ აყენებს“

👉 „სიკვდილზე გამარჯვების გზა ვაქცინაციაზე გადის“

👉 „აცრილი ადამიანები ექსპერიმენტის მონაწილეები არ არიან“