მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ერთი ვიცი, რომ ბავშვებს „ომიკრონზე“ მეტი ზიანი შესაძლოა, იზოლაციამ მიაყენოს“ - პაატა იმნაძე

ncdc-ის დირექტორის მოადგილე
1642617421
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ბავშვებს „ომიკრონზე“ მეტი ზიანი შესაძლოა იზოლაციამ მოუტანოს. 

როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას აღნიშნა, ყველა მშობელს კვლავ აქვს არჩევანი, გაუშვას შვილი სკოლაში თუ ონლაინ რეჟიმში გააგრძელებინოს სწავლა. 

„ჩვენმა ბავშვებმა ამ ორი წლის განმავლობაში იმდენი გადაიტანეს... სკოლაში სიარული მხოლოდ სწავლა ხომ არაა, ეს არის ბავშვების სოციალიზაცია. არ ვარ ფსიქოლოგი და არ მიყვარს სხვის კომპეტენციაში გადასვლა, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ბავშვებს „ომიკრონზე“ მეტი ზიანი შესაძლოა, იზოლაციამ მიაყენოს.

ყველა სკოლაში არის არჩევანი. მშობელი თუ გადაწყვეტს, შეუძლია ბავშვი ჰყავდეს ონლაინ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, შესაძლებელია სკოლაში სიარული. წერტილოვანი შეზღუდვები ყველგან კეთდება. თუ დასტურდება შემთხვევა, კლასი გადადის ონლაინ, ზოგჯერ მთელი სკოლა გადადის. ფსიქოლოგებს თუ მოიწვევთ, უფრო კარგად გეტყვიან, რა ჯობია მათთვის და რომელი უფრო მაღალი რისკის შემცველია ბავშვის განვითარებისთვის “, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „გარანტია, რომ „ომიკრონი“ მსუბუქია, არ არსებობს, ის ჯერ კიდევ სასიკვდილო დაავადებაა“ - ერიკ ტოპოლი

👉 „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია და პანდემიას ზაფხულში დავასრულებთ“ - აკაკი ზოიძე

👉 „განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ - კულუმბეგოვი

👉 რატომ არის „ომიკრონი“ საშიში, თუ ის დელტაზე სუსტია? - მეცნიერების განმარტება

👉 „ბავშვებში სიცხის დაფიქსირება სკოლასა და ბაღზე გაბრაზების მიზეზი არ უნდა გახდეს“ - მალვინა ჯავახაძე

👉 „ვირუსი ყველზე სწრაფად გადადის ბავშვებზე და ტოვებს პოსტკოვიდ სინდრომს“ - ვატო სურგულაძე