COVID-19

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

სასწრაფო დახმარების მანქანა ინფექციურთან
1584609000
დაკოპირებულია

ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილია 74 წლის ქალი, რომელსაც ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

"ჩვენ პერმანენტულ კონტაქტზე ვართ ოჯახთან, რა თქმა უნდა, ჩვენი დიპლომატიური სამსახური ეხმარება მათ საჭირო პროცედურების მოგვარებაში", - აღნიშნა მამუკა ჩიქოვანმა.