
ესპანეთში, ქალაქ მადრიდში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია PIA.GE-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
"გიდასტურებთ, რომ მადრიდში კორონავირუსით დაინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც ამავდროულად გახლავთ ონკოლოგიური პაციენტი. იგი მოთავსებულია კლინიკაში და იღებს შესაბამის მკურნალობას. მადრიდშივე იმყოფება მისი ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად არის იზოლაციაში. საკონსულო მუდმივ კავშირზეა ოჯახთან და კლინიკასთან",- განაცხადეს საგარეო უწყებაში.
ესპანეთში კორონავირუსით ამჟამად 6023 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა ოდენობა 191-ს აღწევს. მათგან 58 შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა.