მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპის წამლის სააგენტომ ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება დაამტკიცა

ევროპის წამლის სააგენტო
1633360702
COVID-19

ევროპის წამლის სააგენტომ დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ და Moderna-ს ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება დაამტკიცა , - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის წამლის სააგენტო ავრცელებს.

წამლების სააგენტოს თქმით, ვაქცინების მესამე დოზა მეორე დოზის მიღებიდან, სულ მცირე, 28 დღის განმავლობაში უნდა გაკეთდეს.

მათი თქმით, მესამე დოზამ გაზარდა ვირუსზე ანტისხეულების წარმოქმნის უნარი.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ COVID 19-ისგან დაცულ პაციენტებში ანტისხეულების წარმოების უნარი მაღალია, მოსალოდნელია, რომ დამატებითი დოზა მაინც გაზრდის დაცვას ზოგიერთ პაციენტში.

18-დან 55 წლამდე ასაკის ადამიანებში მესამე დოზა კეთდება 6 თვის შემდეგ.

ევროპის წამლის სააგენტოს ცნობით, მესამე დოზის გვერდითი ეფექტების რისკი ცნობილი არ არის და ყურადღებით კონტროლდება. EMA გააგრძელებს ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ ყველა მონაცემის განხილვას.

ინფორმაციისათვის, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელ Pfizer BioNTech-ის ვაქცინის მესამე დოზა 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის და დაავადების მაღალი რისკის მქონე პირებისათვის დაამტკიცა.

იხილეთ აგრეთვე:

📣ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგ პაციენტთა 37%-ს ხანგრძლივი კორონავირუსის მახასიათებელი სიმპტომი აღენიშნებათ

📣აშშ-მა „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზა 65 წლიდან ასაკისა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაამტკიცა