მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაართულებს თუ არა რეგულაციების მოხსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას? - ეპიდემიოლოგების განმარტება

გაართულებს თუ არა რეგულაციების მოხსნა ეპიდემილოგიურ სიტუაციას?
1633588742
COVID-19

ეპიდემიოლოგებმა ალექსანდრე გოგინავამ და ნათია გორდაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე, ყურადღება რეგულაციების შემსუბუქებაზეც გაამახვილეს.

ეპიდემიოლოგების თქმით, ეპიდემიის დამარცხების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ვაქცინაციაა.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საყურადღებო რჩება. ვაქცინაციის პროცესი არ მიდის სწრაფი ტემპით. ეს ტემპი არ მოგვცემს ჩვენ იმის საშუალებას, რომ წლის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის 60% იყოს ვაქცინირებული. რეგულაციების მოხსნა, თეორიულად, შეიცავს რისკებს. მოსახლეობამ აუცილებლად უნდა დაიცვას რეკომენდაციები. თუ იდეალურად დავიცავთ წესებს და ვაქცინაცია გააქტიურდება, რა თქმა უნდა, ეს რისკები შემცირდება“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა.

ვაქცინაციის ტემპის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს, ასევე, ეპიდემიოლოგი, ნათია გორდაძე და დასძენს, რომ ვაქცინაციის ტემპი სამომავლოდ შესაძლოა ეპიდვითარების გაუარესების მიზეზი გახდეს.

„თუ რეკომენდაციების შესრულება ვერ განხორციელდება, ის დაწესებულებები, სადაც ვერ იქნება მინიმუმ თანამშრომელთა 80% იმუნიზებული, რა თქმა უნდა, არ ჩაითვლება უსაფრთხო გარემოდ. ეპიდვითარება არ გართულდება იმ თვალსაზრისით, თუ კომბინაციაში ვაქცინაციასთან ერთად, მოსახლეობა პირნათლად შეასრულებს რეკომენდაციებს“, - აღნიშნავს ნათია გორდაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა, „ყბადაღებული“ მეხუთე ტალღის დაწყებაც კი შეიძლება გამოიწვიოს - თენგიზ ცერცვაძე

👉 საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დასწრებას მაყურებლების 33% კოვიდპასპორტით შეძლებს

👉 ევროპის წამლის სააგენტომ ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება დაამტკიცა

👉 რა შემთხვევაში გახდება საჭირო სავალდებულო ვაქცინაცია ? - ივანე ჩხაიძის განმარტება

👉 კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00 საათამდე ექნებათ