მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაბუნია: განვიხილავთ Pfizer-ის, moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინების შემოტანის შესაძლებლობას 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
1609925228
COVID-19

„განვიხილავთ სამივე ვაქცინის -  Pfizer-ის, moderna-ს და AstraZeneca-ს შემოტანის შესაძლებლობას“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, მზადდება საქართველოში ვაქცინის დანერგვის გეგმა, რომლის ფორმალიზაციაც მომდევნო კვირის ბოლომდე მოხდება.

„ყველა ის ეტაპი, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ ვაქცინის მისაღებად, უკვე განხორციელდება გეგმის შესაბამისად“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პრიორიტეტული ჯგუფები, რომლებიც ვაქცინას პირველ რიგში გაიკეთებენ, განსაზღვრულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

„ხანდაზმული არის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფი, შესაბამისად, პირველი პრიორიტეტი არის ხანდაზმული ასაკის მოსახლეობა, შემდეგ ამას მოჰყვება სხვა ასაკობრივი ჯგუფები“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

💢რამდენად საშიშია ბავშვებისთვის კორონავირუსის ახალი შტამი - ნანა გეგეჭკორის მიმართვა

💢ჯანმო: ჩინეთი კორონავირუსის შემსწავლელი მისიის წარმომადგენელთა უჰანში ჩასვლას აფერხებს

💢1800 ინფიცირება, 489 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში