მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

განიხილავს თუ არა საბჭო მკაცრ ლოკდაუნს? - გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
1627372677
COVID-19

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუარესებულია.

მისი თქმით, ინფიცირების მატება ახალი შტამების გავრცელებას უკავშირდება.

„ამ ეტაპზე საბჭო მკაცრ ლოკდაუნს არ განიხილავს. განიხილავს იმ რეკომენდაციების მაქსიმალურად აღსრულებას, რაც დღეს არის დაწესებული.

რაც შეეხება საწოლების რაოდენობას, გეთანხმებით, დღეს საავადმყოფოებში არის დაახლოებით 5 000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი, ჯანდაცვის სისტემა ამ ეტაპზე უძლებს ამ დაწოლას. რესურსი ჯერ ჯანდაცვის სისტემას საწოლფონდთან დაკავშირებით აქვს.

თქვენ თანახმა ხართ, მხარს დაუჭერთ, რომ დღეს ქვეყანაში გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და მკაცრი ლოკდაუნი?! თუ ყველა ჩვენგანი შევასრულებთ რეკომენდაციებს, არ წავალთ ქორწილში და არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ გვექნება უნივერსიტეტისა და სკოლის დამთავრების დიდი თავყრილობები, თუ არ წავალთ და არ ვიქნებით მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც 10 ათასი ადამიანი იკრიბება, არ წავალთ კუს ტბასა და ლისის ტბაზე, თუ ყველა გავითავისებთ, რომ დღეს ცეცხლს ვეთამაშებით, ეს შედეგი არ გვექნება. ქორწილისა და სხვა სუფრებზე წასვლის ნაცვლად, წავიდეთ და ავიცრათ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 335 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 376 088 -მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 731 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,68%, ბოლო 14 დღის - 6,03%, ბოლო 7 დღის - 6,71%.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „კორონავირუსის დელტა ვარიანტი ყველაზე სწრაფი და საშიში ვერსიაა“

👉 „შეიძლება შევიდეთ უფრო მძიმე სიტუაციაში, ვიდრე ეს იყო შარშან“

👉 „დელტა შტამს გავუღეთ კარი და ვუთხარი, აი, მობრძანდი“

👉 „ტოტალური ლოკდაუნის აუცილებლობა დღეს არ არის“