COVID-19

„გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს“ - პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე stopcov
1628843692
დაკოპირებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ვებინარზე მედიის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ვაქცინაცია გარკვეული ჯგუფებისთვის აუცილებლად სავალდებულო უნდა გახდეს.

შეკითხვას უნდა გახდეს თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო? პაატა იმნაძემ შემდეგნაირად უპასუხა: - „ჩემი პირადი აზრია, რომ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისათვის ვაქცინაცია უნდა იყოს სავალდებულო, რა თქმა უნდა, არა - ყველასთვის, მაგრამ გარკვეული პროფესიული ჯგუფებისათვის, მაგალითად ჩემი კოლეგებისათვის სავალდებულო უნდა იყოს“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ჩვენი ყოველი 50-ე მოქალაქე არის ინფიცირებული, დრამატული სიტუაციაა“

👉 „500 თავისუფალი საწოლი ნიშნავს იმას, რომ სამედიცინო სისტემა არის ზღვარზე“

შეგახსენებთ, დღეს 13 აგვისტოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, გვინდა თუ არ გვინდა, მოგვიწევს ვაქცინაცია სავალდებულო გავხადოთ, ასევე, სექტემბრიდან ზოგიერთ დაწესებულებაში შესაძლოა, მხოლოდ ვაქცინირებული ან ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეები დაუშვან.