მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გაუქმდეს მწვანე პასპორტი, ამ ეტაპზე ესაა ერთადერთი გონივრული ნაბიჯი“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1643110770
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად მწვანე პასპორტის ბაზაში აისახებიან ის პირები, რომელთაც კორონავირუსი ტესტით არ ჰქონდათ დადგენილი, თუმცა ჰქონდათ სიმპტომები და გარკვეული პერიოდი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. 

კულუმბეგოვის თქმით, მწვანე პასპორტის და საზოგადოების დაცვის მინიმალური სტანდარტიც კი დარღვეულია. ამიტომ, კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ მწვანე პასპორტი გასაუქმებელია:

„მწვანე პასპორტების სისტემაში ის პაციენტებიც აისახებიან, რომლებსაც კორონავირუსის ტესტი საერთოდ არ გაუკეთებიათ, თუმცა 112-ს მიმართეს და ოჯახის ექიმთან ჰქონდათ კომუნიკაცია.

ანუ დღეს 112-ის ზარით, თუნდაც მწვანე პასპორტის აღების დაუოკებელი სურვილით ადამიანს შეუძლია სიმპტომები მოიგონოს და ავტომატურად მოხვდება ინფიცირებულთა სიაში?

- ამით მწვანე პასპორტის და საზოგადოების დაცვის მინიმალური სტანდარტიც კი დარღვეულია!

- გაუქმდეს მწვანე პასპორტი! ამ ეტაპზე ესაა ერთადერთი გონივრული ნაბიჯი“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

მწვანე სტატუსს ის პირებიც მიიღებენ, ვისაც კოვიდი ტესტით არ დაუდასტურდათ, მაგრამ ოჯახის ექიმი მეთვალყურეობდა

⭕ „ახლა ჟანგბადის ბალონები კი არა, სიცხის დამწევსაც კი აღარ სვამენ - გიორგი ღოღობერიძე ომიკრონზე

⭕ „ომიკრონი“ ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე ბევრად მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ადრინდელი კოვიდის ვარიანტი - კვლევა

⭕ რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

⭕ „აუცრელი მოსახლეობა ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის არის შანსი გაჩნდეს ახალი შტამი“ - ზაზა წერეთელი