მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში დღეიდან „კოვიდ პასპორტით“ შეუშვებენ

კოვიდპასპორტები გერმანიაში
1637746457
COVID-19

კორონავირუსთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში გერმანიაში 24 ნოემბრიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობა მხოლოდ „კოვიდ პასპორტის“ წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

ამ წესებს 3G-ს პრინციპი დაარქვეს, შემოკლებით Genesen, Geimpft, Getestet (აცრილი, კოვიდგადატანილი, ტესტირებული).  იმ შემთხვევაში თუ ავტობუსში, ტრამვაიში ან სხვა ტრანსპორტში მგზავრი შესაბამის საბუთს ვერ წარმოადგენს, მას უახლოეს გაჩერებაზე სატრანსპორტო საშუალების დატოვება მოუწევს. ეს წესი გერმანიის რკინიგზამ 23 ნოემბრიდან აამოქმედა.

გარდა ამისა, 3G-ს წესი ოფისებში შესვლის შემთხვევაშიც ამოქმედდა.

ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად გერმანიაში გასულ კვირას კორონავირუსის შემთხვევების მატება აღინიშნება. 100 ათას მოქალაქეზე 400 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

COVID-19-ის ინფიცირების საერთო რაოდენობა გერმანიაში 5 497 795 ადამიანს შეადგენს.