მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანიაში შესაძლოა ლოკდაუნი გამოცხადდეს

მიუნხენი, გერმანია
1637331257
COVID-19

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ფონზე, ავსტრიის შემდეგ, შესაძლოა, რომ ლოკდაუნი გერმანიაშიც გამოცხადდეს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

„კორონავირუსის მეოთხე ტალღამ გერმანია, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა, საგანგებო სიტუაციაში ჩააგდო, კლინიკებში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებზე ზეწოლა ჯერ პიკს მიღწეული არ არის, თუმცა მოგიწოდებთ, რომ რეკომენდაციები დაიცვათ“, - განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა. 

მისივე თქმით, ლოკდაუნის გამოცხადებაც გამორიცხული არ არის და მხოლოდ ვაქცინაცია შემთხვევების რაოდენობას არ შეამცირებს.

გერმანიაში მოსახლეობის 67%-ზე მეტი სრულადაა ვაქცინირებული.