COVID-19

გერმანიიდან დაბრუნებული კაცი, რომელმაც თვითიზოლაცია დაარღვია, კარანტინში გადაიყვანეს

გურჯაანში კაცმა თვითიზოლაცია დაარღვია
1584113700
დაკოპირებულია

გერმანიიდან დაბრუნებულმა მამაკაცმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციის წესი დაარღვია. ამის გამო საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ მისი კარანტინში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ადგილზე კრიმინალური პოლიცია იმყოფება და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადას ელოდება, რომელმაც კაცი საკარანტინო სივრცეში უნდა გადაიყვანოს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მცხოვრები 67 წლის ვალერიან მაზანაშვილი საქართველოში 7 მარტს დაბრუნდა. დღეს დილით კი მას უბნის ექიმმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია მისცა.

ამის მიუხედავად, ის გურჯაანის საავადმყოფოში კონსულტაციაზე მივიდა. მას ადგილზე შესაბამისი მომსახურება არ გაეწია და სახლში პოლიციის ჩარევის შედეგად დააბრუნეს.

მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება, მაგრამ სახლში ოჯახის წევრებსა და მეზობლების გარემოცვაში იმყოფებოდა.

იზოლაციაში მყოფ პირებთან დაკავშირებით, დღეს საგანგებო ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.