მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი ღიბრაძე: არის შეზღუდვების ჩამონათვალი, რომლებიც სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება მივიღოთ

გიორგი ღიბრაძე
1618309321
COVID-19

„ამ ეტაპისთვის რაიმე სახის შეზღუდვაზე საუბარი არ ყოფილა“,- ეს განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

გიორგი ღიბრაძემ განმარტა, რომ ამ ეტაპზე შეზღუდვების გამკაცრება დაგეგმილი არ არის, თუმცა, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. მისივე თქმით, არსებობს გარკვეული ჩამონათვალი იმ შეზღუდვებისა, რომელთა შემოღებაც შესაძლოა, საჭირო გახდეს, არსებული ვითარების გათვალისწინებით. შეზღუდვებთან მიმართებით კი მსჯელობა ყოველდღიურად მიმდინარეობს.

„ამ ეტაპისთვის რაიმე სახის შეზღუდვაზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა, სამომავლოდ გამორიცხული ცხადია, არაფერი არ არის. გამომდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან, შეზღუდვების ან გამკაცრება, ან შემსუბუქება შეიძლება მოხდეს.

არის გარკვეული ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელიც გარკვეული სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება მივიღოთ. ეს არის დაწყებული მობილობის შეზღუდვიდან, დამთავრებული სხვა პრევენციული ღონისძიებებით, რომლებზეც ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, ყველაფერი გამომდინარეობს იმ ლოგიკიდან, თუ რა ეპიდემიოლოგიური ვითარება გვაქვს ქვეყანაში“,- განაცხადა მან.

აგრეთვე იხილეთ:

📌756 თბილისი, 161 სამეგრელო-ზემო სვანეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

📌ლადო კახაძე: საავადმყოფოს პალატაში წევს დედამიწა