მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გპირდებით, პირველი მე ავიცრები“ - ამირან გამყრელიძე კოვიდვაქცინაციაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2020
1609225483
COVID-19

„საქართველოში როცა შემოვა ვაქცინა, გპირდებით, რომ პირველი მე ავიცრები. რა თქმა უნდა, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ვურჩევ აცრას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კარგი მაგალითი იქნება. როგორც ამერიკის პრეზიდენტები პირველები აბარებენ სისხლს, რათა სისხლის დონაციას ადვოკატირება გაუწიონ, აქაც ასეთი პროცესი იქნება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, თუ კორონავირუსის რუსულ ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაარეგისტრირებს, საქართველო მის გამოყენებაზე იმსჯელებს.

„თუ კოვიდის ისეთი ვაქცინა შექმნეს რუსებმა, რომელსაც ჯანდაცვის ორგანიზაცია დაარეგისტრირებს და მას პრეკვალიფიკაცია ექნება, წავა განხილვა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ხარისხობრივი და პოლიტიკური კომპონენტები. თუმცა, ჯერჯერობით, ჩვენ ორიენტირებული ვართ დასავლური წარმოების ვაქცინებზე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

როგორც მან განმარტა, კორონავირუსი კიდევ ერთი წელიწადი იქნება, თუმცა თუ მოსახლეობის 60% აიცრება, მის წინააღმდეგ ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტი გამომუშავდება.

„ჩვენთან დღეს ინფექცია გადატანილი აქვს 15%-ს, მარტისთვის მათი რიცხვი 20% იქნება. ვინც კორონავირუსს თებერვალსა და მარტში გადაიტანს, მას არ დასჭირდება ვაქცინა, თუმცა თუ ადამიანმა ინფექცია გასულ გაზაფხულზე გადაიტანა, მათთვის რეკომენდირებული იქნება, რომ აიცრან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავიორუსის 224 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 208 951 და გარდაცვლილია 2 443 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 2 012 ინფიცირება, 2 638 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

👉 ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ძალით ვერავინ ვერაფერს გამაკეთებინებს - გიორგი ფხაკაძე

👉 ზაზა წერეთელი Covid 19-ის ახალ შტამზე: ვერაგ ვირუსთან გვაქვს საქმე