მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაპონიაში კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევები დაფიქსირდა

კორონავირუსის ახალი შტამი იაპონიაში
1610282074
COVID-19

იაპონიის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის განაცხადებით, ბრაზილიიდან ჩასულ ოთხ მგზავრს კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩნდა.

ამავე ცნობით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი დიდ ბრიტანეთსა და აფრიკაში დაფიქსირებული შტამის მსგავსია.

„ახალი ვარიანტის შესახებ ინფორმაცია შემოიფარგლება მისი გენეტიკური შემადგენლობით და ძნელია დაუყოვნებლივ განვსაზღვროთ რამდენად გადამდებია შტამი ან მის წინააღმდეგ არსებული ვაქცინების ეფექტურობა“, - აღნიშნულია ინსტიტუტის განცხადებაში.

4 ადამიანიდან ერთ-ერთი 40 წლის პირი, რომელიც ასიმპტომური იყო იაპონიაში ჩასვლისთანავე საავადმყოფოში მოთავსდა, სუნთქვის გაუარესების გამო.

იაპონიის ინფექციურ დაავადებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა ჯანმო-ს ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევების შესახებ უკვე აცნობა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარეობს კვლევა, რამდენად სახიფათოა იაპონიაში აღმოჩენილი კორონავირუსის შტამი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რამდენად საშიშია ბავშვებისთვის კორონავირუსის ახალი შტამი - ნანა გეგეჭკორის მიმართვა

👉 „კორონავირუსის ახალი შტამით 19 წლამდე პირები და ბავშვები ინფიცირდებიან“ - ზაზა წერეთელი

👉 მაია ბუწაშვილი: კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირებულ ადამიანებს, სასუნთქ გზებში ვირუსის ძალიან მაღალი კონცენტრაცია აქვთ