მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე: ახალი პრეპარატი ალბათ ვაქცინაზე უფრო დიდი გარღვევა იქნება 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1610182669
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებულ ახალ პრეპარატს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს. 

მისი თქმით, თუ ადამიანი ამ პრეპარატს დაავადების დასაწყისში მიიღებს, დაავადება ორგანიზმში არათუ აღარ განვითარდება, გადამდებიც აღარ იქნება.

პაატა იმნაძე აქვე დასძენს, ვაქცინასთან ერთად ამ პრეპარატის გამოჩენა ნიშნავს, რომ ადამიანები ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან.

„ახალ პრეპარატს ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს და კოვიდის შემთხვევაში, ალბათ ვაქცინაზე უფრო დიდი გარღვევა იქნება. ამ პრეპარატს გამოაჩნდა თვისება, რომ ვირუსის გამრავლება შეწყვიტოს, აქედან გამომდინარე დაავადების დასაწყისში ადამიანი თუ ამ პრეპარატს მიიღებს, არათუ აღარ განვითარდება ორგანიზმში ეს დაავადება, არამედ გადამდები აღარ იქნება. ეს იქნება ნამდვილად უდიდესი გარღვევა და ზაფხულისთვის იმედია ეს კვლევები მორჩება. ეს იქნება გადატრიალება კოვიდთან დაკავშირებით და

ვაქცინასთან ერთად შემდგომ ამ წამლის გამოჩენა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა იმნაძემ „იმედის“ ეთერში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

💢2 058 ინფიცირება, 529 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში

💢საქართველოში კორონავირუსს კიდევ 22 ადამიანი ემსხვერპლა

💢ეკატერინე ტიკარაძე: თებერვალში კორონავირუსის ვაქცინის გარკვეულ მოცულობას ველოდებით