მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე: ნიღაბი ჯანმრთელსაც და ავადმყოფსაც თუ უკეთია, ამას პრაქტიკულად ნულამდე დაყავს გადაცემის რისკი

ქართულ პირბადეებზე
1591609952
COVID-19

"ყველანი უნდა ვიყოთ ფრთხილად. ეს განსაკუთრებით ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ წესების დაცვას, რომელიც არის აუცილებელი. პირველ რიგში, ეს ეხება ნიღბების ტარებას და მაქსიმალურად, ფიზიკური დისტანციის დაცვას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დამშვიდების საფუძველი არ არის ის, რომ ქვეყანაში მხოლოდ ერთეული შემთხვევებია.

"შესაბამისად, მაქსიმალურად დავიცვათ, პირველ რიგში, ნიღბის ტარება. ამაზე ბევრი კვლევებიც გამოქვეყნდა, ინტერნეტშიც შეგვიძლია ყველამ მოვიძიოთ - თუ პირბადე უკეთია ავადმყოფს, ეს ძალიან ამცირებს გადადების რისკს, თუ უკეთია ჯანმრთელს, ეს ამცირებს გადადების რისკს, მაგრამ თუ უკეთია ორივეს, ავადმყოფსაც და ჯანმრთელსაც, ამას პრაქტიკულად, ნულამდე დაყავს გადაცემის რისკი. ამიტომ არის მოთხოვნა ყველა ქვეყანში, რომ ნიღაბი უნდა ატაროს ყველამ. ეს არ ეხება ღია სივრცეს, სადაც დისტანციის დაცვა შეგვიძლია. ეს ეხება დახურულ სივრცეებს, საზოგადოებრივ სივრცეებს. სახლში, რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი ნიღბის ტარება", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

დღეს კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 9 პაციენტი კი, განიკურნა.