მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმნაძე: წესები ყველგან ერთნაირად უნდა დავიცვათ - ეკლესიაში, სუპერმარკეტში და აქციაზე 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე
1609836238
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, იქნება თუ არა კორონავირუსის ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა, 10-14 იანვარს გამოჩნდება. შემთხვევების ზრდა დამოკიდებულია იმაზე, როგორ გაატარა ახალი წელი მოსახლეობამ.  

„დღეს 2000-ზე მეტი შემთხვევაა, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან 1, 2, 3 იანვარს მიმართვიანობა ძალიან დაბალი იყო. შემდეგი დღეები უფრო რეალურ სურათს დაგვანახებს, თუ როგორია დღეს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ბევრი ტესტი ჩატარდება, თუ ცოტა, იქიდან დაახლოებით 15 %-მდეა დადებითობის მაჩვენებელი, არ არის ცუდი მაჩვენებელი.

გააჩნია ჩვენმა თანამემამულეებმა ახალ წელს როგორ მოულხინეს სუფრებთან. თუ ყველა მხოლოდ თავის ოჯახში იყო და ვიწრო წრეში აღნიშნავდნენ...თუ ფართო წრეები იყო, რა თქმა უნდა ეს გამოიწვევს შემთხვევების მატებას 10-14 რიცხვისათვის“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

კითხვაზე, როგორი მოლოდინი აქვს წინასაშობაოდ შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, პაატა იმნაძემ უპასუხა:

„აპრილი იყო ის თვე, როდესაც საქართველოში მატებისკენ მიდიოდა ვირუსის შემთხვევები, კიდევ ერთი თავშეყრა იქნებოდა დამატებითი რისკი. ძალიან დიდი მადლობა ქართულ ეკლესიას, რომელმაც ჩვენი რჩევები გაითვალისწინა და ყველა წესის დაცვით მაქსიმალურად ჩაატარა ეს დღესასწაულები. დღესაც ასეა, თუ ადამიანები იცავენ წესებს, მაშინ რისკი ნაკლებია, თუ ადამიანები არ იცავენ წესებს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ეკლესიაში, სუპერმარკეტში, მიტინგზე, ერთი და იგივეა, წესებს დავიცავთ, კარგად იქნება ყველაფერი, არ დავიცავთ, იქნება შემთხვევების მატება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

💢 პაატა იმნაძე: ახალი შტამით ინფიცირებულ პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ აქვს

💢 გაბუნია: მუტაცია შეიძლება სხვაც იყოს, ყველაზე გამოკიდება რთული იქნება

💢 თურქეთში გამოიგონეს მოწყობილობა, რომელიც კორონავირუსს 10 წამში გამოავლენს