მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ინფექციის გავრცელება მიგვითითებს, რომ შეზღუდვების დაწესებაზე ვიმსჯელოთ“ - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე
1626357431
COVID-19

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სატელევიზიო ეთერში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და რეგულაციების გამკაცრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფიცირებულთა რიცხვმა იმატა.

„დღეისთვის ინფექციის გავრცელება ჩვენ მიგვითითებს, რომ მნიშვნელოვანია, დავიწყოთ მსჯელობა შეზღუდვების გონივრული დაწესების მიმართებით, რათა არ მივიღოთ ის ეფექტი, რაც შარშან გვქონდა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე, სატელევიზიო ეთერში ბავშვთა იმუნიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა: „12 წლის ზევით ბავშვების იმუნიზაციაზე საბჭოს არ უმსჯელია, თუმცა გეგმაში გვაქვს, შემდეგ კვირას, საბჭოსთან ერთად ვიმსჯელოთ, როგორი იქნება საქართველოს მიდგომა 16 წლის ზემოთ ბავშვების აცრაზე და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად გამოცხადდება, რომელ გზას აირჩევს საქართველოს ჯანდაცვა იმუნიზაციის კომპონენტში და ამ ეტაპისთვის ჩავრთავთ თუ არა 16 წლის ზემოთ მოქალაქეებს“.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათის კოვიდინფიცირების 1398 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1164 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 382 734-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5 503 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 362 491 პირი.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 4,53%, ბოლო 14 დღის - 4,21%, ბოლო 7 დღის - 4,65%.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 გახდება თუ არა სავალდებულო სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია?

👉 იგეგმება თუ არა გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო რეგულაციების გამკაცრება?

👉 „თუ ინფიცირებულთა რიცხვი გაიზრდება, გარკვეული შეზღუდვების შემოღება მოგვიწევს“

👉 „ყველა დაკარგული დღე არის ინფიცირების გაზრდილი რისკი“